|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" უფროსის წარდგენა გადაიდო

დღეს ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ახალი ხელმძღვანელის წარადგენა იგეგმებოდა.  თუმცა ადგილზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ წარდგენა გადაიდო, რადგან  ქალაქის ხელმძღვანელობამ და ააიპის ახალმა ხელმძღვანელმა "სპეციალურ სერვისებში" მისვლა ვერ შეძლეს. როგორც ააიპის პრესსამსახურმა განმარტა, მერიაში მოულოდნელად მოხდა დელეგაციის ვიზიტი, რის გამოც მერმა დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ააიპს ზვიად მანდარია უხელმძღვანელებს. ის 2007 წელს, როდესაც ქუთაისის საკრებულოში  "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი იყო,  დააკავს, რის  შემდეგაც ნასამართლეობა მოეხსნა და   "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" დაიწყო მუშაობა.  იყო ასევე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე. 

ზვიად მანდარიას დედის შპს მერიის მიერ მღრღნელების და ქვეწარმავლების სადეზინფექციოდ გამოცხადებულ ტენდერის გამარჯვებულია და წლების განმავლობაში ქალაქში აღნიშნული კუთხით მუშაობდა. 

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. სამსახურის უფროსების შემდგომ თანადებობებს ააიპის ხელმძღვანელები ტოვებენ. ააიპ "სპეციალირი სერვისების" ხელმძღვენელმა გელა გაგუამ თანამდებობა 2 დეკემბერს დატოვა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა