|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი უფროსი დააკავეს

ქუთაისის მერიის ყოფილი მაღაჩინოსანი დააკავეს.  როგორც "ნიუპრესს"  განუცხადეს, სამართალდამცველებმა მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი უფროსი გელა გაგუა გუშინ დააკავეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გელა გაგუა პროკურატურში იყო დაკითხვაზე, საიდანაც სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას  ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენების სამუშაოებზე გამოვლენილი დარღვევების გამო ედავებიან. 

ცნობისთვის, "სპეციალურმა სერვისებმა" ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობდა ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა,  პროექტის მიმდინარეობის დროს კი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა. 

ნიუპრესს ინფორმაცია დაუდასტურეს პროკურატურაში. უწყების ცნობით,  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორი გ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ „სპეციალური სერვისების“ მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი. გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-განაუცხადეს უწყებაში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა