ხარვეზები არის, თუმცა კორუფცია არა - რას აცხადებენ ქუთაისის მერიაში აუდიტის დასკვნაზე?
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ქუთაისის მერიაში. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის, გაგა სანდუხაძის ინფორმაციით, გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და აუდიტის დასკვნაში კორუფციაზე საუბარი არ არის.
მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში, ნამდვილად არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
როგორც მან განმარტა, ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დაწყებულია. მან ასევე ისაუბრა, ერთ-ერთ ბრალდებაზე, რაც მერის ინფორმირებულობას შეეხებოდა და განმარტა, რომ მერი იმ დროს ვიცე-მერის პოზიციაზე იყო და ის რეაგირებას ვერ მოახდენდა, ამასთან, აცხადებს, რომ მერს საკრებულოსთვის დოკუმენტის დადასტურების მითითებები არ მიუცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი