|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსად მირზა მამასახლისი დაინიშნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკურსის წესით, მირზა მამასახლისი დაინიშნა.

მირზა მამასახლისმა დაამთავრა ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლა. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესია იურისტი, ბაკალავრიატი), თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში ( პროფესია ბიზნეს-სამართალი, მაგისტრატურა), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( პროფესია საჯარო მმართველობა, დოქტორანტურა).

2010-2013 წლებში მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად.

2014-2017 წლებში- იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სპეციალისტად.

2017-2019 წლებში იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა გიორგი გიორგობიანმა დატოვა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა