|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოქალაქეების მიერ შერჩეული ციტატები "თეთრ ხიდზე" ამოიტვიფრება

შექმენით თეთრი ხიდის ახალი ისტორია- ქუთაისის მერია მოქალქეებს ინიციატივით მიმართვას. მერია მოქალაქეებს ციტატების მიწოდებას სთავაზობს, რომელთაც საუკეთესოებს "თეთრ ხიდზე" განათავსებენ. 
 
"მოგვაწოდეთ თქვენთვის სასურველი ციტატები და ფრაზები ქუთაისთან დაკავშირებით, არაუმეტეს 12 სიტყვისა. აღნიშნული ციტატები, ან ნაწყვეტები სხვადასხვა ცნობილი ლექსიდან, თუ ნაწარმოებიდან განახლებული თეთრი ხიდის ლითონის იატაკზე ამოიტვიფრება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ციტატები მოგვაწოდონ მერიის ოფიციალური ფეისბუქის საიტზე, რომელთაგან საუკეთესოებს ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო განიხილავს და შეარჩევს ფილოლოგებთან და ლიტერატორებთან ერთად. სასურველი ციტატები და ფრაზების მოწოდება შეგიძლიათ დაიწყოთ დღეიდან 6 აგვისტოს ჩათვლით", -აცხადებენ მერიაში.
 
ამ დროისთვის "თეთრ ხიდზე" რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც 22 აგვისტოს დასრულდება. 
 
 
ფოტო: არჩილ გეგენავა

 

ავტორი: ნიუპრესი