|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის მმართველის მოვალეობას ბაია კოღუაშვილი ასრულებს

ქუთაისის მერიის ააიპ კულტურულ გაერთიანებათა დაწესებულების მმართველის მოვალეობას ბაია კოღუაშვილი ასრულებს. ის ამ დრომდე მოადგილის პოსტს იჭერდა.

თუ ვინ დაიჭრეს ააიპის ხელმძღვანელის პოსტს, ამასთან დაკავშირებით მერიაში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ კანდიდატურა მოგვიანებით დაინიშნება.

შეგახსენებთ, პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ააიპის მმართველმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, რასაც წინ მერიის კულტურის განყოფილების უფროსთან კონფლიქტი უძღოდა. არსებულ დაპირისპირებას ოფიციალურ დონეზე არ ადასტურებენ. 

რეზო თედორაძე ააიპის მმართველად იანვარში დაინიშნა. ის  „ქართული ოცნების“ ქუთაისის 5 წევრიანი ბიუროს წარმომადგენელი და 7 არჩევნების პერიოდში ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი იყო. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა