|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპს ახალი ხელმძღვანელი ყავს

ქუთაისის მერიის ააიპ "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელად რეზო თედორაძე დაინიშნა. თედორაძემ პოსტზე  ელისო ქაროსანიძე შეცვალა. ყოფილი ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, ააიპ "მადლიერების სახლში" დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე "ნიუპრესი" ორი კვირით ადრე წერდა, თუმცა იმ დროისთვის ფაქტს მერიაში არ ადასტურებდნენ.

მისი შესაძლო დანიშვნა არ უარყო რეზო თედორაძემ,  როგორც მან ნიუპრესს განუცხადა, ბრძანების მიღების მოლოდინში იყო. 

მერიის "კულტურის ააიპი" ერთ-ერთი დიდი ააიპია, რომელსაც 2017 წელს რეორგანიზაციის შედეგად მერიის კულტურის სამსახურის ფუნქციებიც დაემატა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი