|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შეთავაზება სამშენებლო კომპანიებს

სოციალურად დაუცველთათვის საბინაო ფონდის შექმნის მიზნით ქუთაისის მერი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებსა და იმ პირებს შეხვდა, რომელთაც ფონდისათვის საჭირო შენობა–ნაგებობა გააჩნიათ. შოთა მურღულიამ დაინტერესებულ პირებს მერიის მოთხოვნები და ბინებისათვის აუცილებელი კრიტერიუმები გააცნო.

"შევხვდით და ჩვენი მოთხოვნა გავაცანით დაინტერესებულ პირებს. მათ შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი წინადადებები მოგვაწოდონ.  განვიხილავთ მათ და ამის შემდეგ შევჯერდებით, შევიძენთ შენობას და მას გავარემონტებთ, თუ მშენებლობისათვის ტენდერს მოვახდენთ",–განაცხადა შოთა მურღულიამ.

თვითმმართველობის მოთხოვნაა საცხოვრისები იყოს რეაბილიტირებული, ჰქონდეს მოწესრიგებული სველი წერტილები და ეზო.

სამშენებლო კომპანიების წარმოამდგენლებმა მერს მათ საკუთრებაში არსებული უკვე აშენებული შენობები წარუდგინეს.  მათი განცხადებით, შენობის საჭირო მოთხოვნებზე მორგება შესაძლებელია.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლითაც ბინის მომლოდინეები შეფასდებიან, აქცენტი შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და საცხოვრებელი ფართის საერთოდ არ მქონე პირებს მიენიჭებათ. ჯამში,  პირველ ეტაპზე,   ბინას 50 ოჯახი მიიღებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა