ქუთაისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს [VIDEO]
ქუთაისის მერიის წინ აქცია მიმდინარეობს. თავისფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა მათ ქუჩაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. ადგილობრივების განცხადებით, წლებია გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ მათ მერიასთან ტომრით ნაგავი მიიტანეს.
"ეს არია ნაგავი და მტვერი, რასაც ყოველდღე ვსუნთქვათ დაზიანებული გზის გამო. მოვითხოვთ რეაბილიტაციას, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ დღეს მერიასთან მოვიტანეთ ნაგავი"-აცხადებენ ადგილობრივები. ისინი ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
მათთან ერთად იმყოფება საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომლის მხარდაჭერითაც იმართება აქცია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი