|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერიის სპორტულ ააიპს სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა მერიის სპორტულ ააიპს სასამართლო დავა მოუგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

მოსამართლე დარინა აბულაძემ არ გაითვალისწინა ააიპის არგუმენტები და მისი მმართველის გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოდ ცნო.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ირაკლი კიკვაძე უსამართლოდ გათავისუფლდა. ააიპს ოთხი თვის განაცდურის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, რადგან ხელშეკრულების ვადა ივნისში იწურებოდა, ააიპს კიკვაძის სამსახურში აღდგენა არ დაევალა.

 ირაკლი კიკვაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, ამით დადასტურდა, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანი იყო. 

"მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა. ამით დადასტურდა,  რომ უსამართლოდ გამათავისუფლეს. დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება სამსახურში დაბრუნებას, მე ხელშეკრულებით ვიყავი, ვადა ხელშეკრულებას ამ თვეში გადიოდა და სავარაუდოდ, არც გამიგძელებდნენ", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ირაკლი კიკვაძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ადვოკატი ნატო გოგიაშვილი იცავდა.

ააიპში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების და გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, გაასაჩივრდება  თუ არა მათ მიერ გადაწყვეტილება. ააიპს გასაჩივრებისთვის ერთი თვე აქვს. 

შეგახსენებთ, ირაკლი კიკვაძე სპორტული ააიპის მმართველმა მარტში გაათავისუფლა.

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, კობა ფხაკაძემ პირადი კონფლიქტისა და პოლიტიკური ნიშნის გამო გაათავისუფლა. კიკვაძე ლეიბორისტული პარტიის წევრია. 

 

ირაკლი კიკვაძისა და მერიის ააიპის დავაზე გადაწყვეტილება 8 ივნისს გამოცხადდება

"მოვიდნენ აგრესიული ქოცები და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა"- ირაკლი კიკვაძე

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა