|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიისთვის ავტომობილის ჩუქებით ხელისუფლებამ აჟიოტაჟი აიცილა"

ქუთაისის მერიისთვის სათამაშო ბიზნესის კომპანიის - "მარსი" მიერ ავტომობილის ჩუქების ფაქტზე "ნიუპრესზე"გამოქვეყნებულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. "ევროპა ჩვენი სახლია" მერიისთვის ავტომობილის ჩუქებას  კერძო ბიზნესისთვის დამატებითი ხარკის დაკისრებად აფასებს.  

"გაფორმდა ხელშეკრულება მერიას და კომპანია  "მარს" შორის და მას უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა ავტომობილების პარკირებისთვის.  მოგვიანებით გაირკვა, რომ ხელშეკრულებაში სხვა პირობაც ჩაიდო და ავტომობილი უნდა გადმოეცა კომპანიას მერიისთვის.  ჩვენ ხელისუფლებას კალიგულას სინდრომი სჭირს, რომელიც გარდა იმისა, რომ გადასახადს ოფიციალურად ახდევინებს ბიზნესს, მას უწესებს დამატებით ხარკს. გაირკვა, რომ ეს ავტომობილი მომსახურებას უწევს ნიკა ლატარიას. მის კომენტარსაც გავეცანით, რომ წინა საკრებულოს თავმჯომარის ავტომობილი, თურმე დაზიანებულია. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2015 წელს დვალისთვის ახალი ავტომობილი შეიძინეს. ანუ გამოდის, რომ ყოველ ორ წელში საკრებულოს თავმჯდომარისთვის ახალი ავტომობილის შეძენა უნდა მოხდეს"-განაცხადა გია გოქაძემ. მისი თქმით, ამ ფაქტზე განმარტება უნდა გააკეთოს იმერეთის გუბერნატორმა.

"კარგად გვახსოვს, გივი ჭიჭინაძე, როგორ გამოეხმაურა დვალისთვის ავტომობილის შეძენის ფაქტს. მან განმარტა, რომ ძველი ავტომობლის შესანახად დიდი თანხა იყო საჭირო, ამიტომ გამართლებულად მიაჩნდა ავტომობილის შეძენა, ამ შემთხევაში, როგორ განმარტებას გააკეთებს, საინტერესოა?"-განაცხადა გია გოქაძემ.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტით მერიამ და საკრებულომ აჟიოტაჟი აიცილეს.

"ლატარიასთვის ახალი ავტომობილის შეძენა აუცილებლად იქნებოდა აჟიოტაჟის მიზეზი, ამიტომ თავიდან აიცილეს აჟიოტაჟი და ავტომობილის ჩუქება კომპანიას დააკისრეს. ამ ფაქტზე არ გაუკეთებია განცხადება ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, რომლის თქმითაც, წინა მერია კარგად მუშაობდა და თავად უკეთესად იმუშავებენ, ამასთან ერთად მივმართავ საკრებულოს დეპუტატებს უახლოეს სხდომაზე გააკეთონ განცხადება", -განაცხადა გია გოქაძემ, რომელმაც  კომპანიისთვის ავტომობილის დაბრუნება მოითხოვა. 

საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ავტომობილი მერიის ბალანსზეა და ის საკრებულომ ითხოვა, რადგან მას ავტომობილი არ ყავდა. მან ასევე განაცხადა, რომ ავტომობილი, რომელიც ყოფილ თავმჯდომარეს ემსახურებოდა, შესაკეთებელია. 

„ეს ავტომობილი ერთ-ერთმა კომპანიამ მერიას აჩუქა“ - ნიკა ლატარია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა