ქუთაისის მერის და მოადგილის გერმანიაში ვიზიტისთვის 10, 339 ლარი დაიხარჯა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიმდინარე წელს მივლინებაში ორჯერ გაემგზავრა. პირველად ის 11-16 თებერვალს ისრაელში მერების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად წავიდა. მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 1066.77 ლარი გაიხარჯა.
გიორგი ჭიღვარია 5-12 მარტს მივლინებით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც იმერეთის დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე იმყოფებოდა. ამისთვის ბიუჯეტიდან 5 169, 66 ლარი გაიხარჯა.
ამდენივე დაუჯდა ბიუჯეტს ამავე მივლინებაზე ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის გამგზავრება. ჯამში, საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 10, 339. 32 ლარი დაიხარჯა.
ორჯერ იმყოფებოდა მოვლინებაში ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე. 14-17 თებერვალს მოლდოვაში, საგრანტე პროექტის ფარგლებში ვიზიტისთვის 1 911.73 ლარი გამოიყო. ამავე პროექტის ფარგლებში მოლდოვაში იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორიც, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 028.99 ლარი დაიხარჯა.
ნინო თვალთვაძის ტარტუში, ელექტრონული მმართველობის აკადემიის სასწავლო ტურის ვიზიტი 100.65 ლარი დაჯდა. ამდენივე დაიხარჯა თანამშრომლის ვიზიტზე.
ჯამში, წელს ამ დროის მონაცემებით, მივლინებებზე 15 548 11 ლარი გამოიყო.
გივი ჭიჭინაძის გერმანიაში ვიზიტი ბიუჯეტს 5 375 ლარი დაუჯდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი