|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება

ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება, საკითხი  საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ გამოიტანა.

ჯავახიას განცხადებით, ცვლილება  "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ თანახმად, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში, ქუთაისის მერიას მესამე ვიცე-მერის შტატი უნდა დაემატოს. 

ჯავახიას თქმით, მესამე ვიცე მერის კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის.

საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებები ასევე წამყვან სპეციალისტებს ეხებათ, რომლებიც ჯავახიას განცხადებით, კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად  მოწინავე პოზიციაზე გადავიდნენ. სულ 5 სპეციალისტი დაწინაურდა, ორი ინფრასტრუქტურის სამსახურში, ერთი შესყიდვებში და ორი ადმინისტრაციის სამსახურში. მათ ხელფასი 80 ლარის ოდენობით გაეზრდებათ.

"საშტატო ნუსხაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება უკავშირდებას იმას, რომ მოხდა რამდენიმე პოზიციის დაწინაურება, რაც გულისხმობს სპეციალისტის უფრო მაღალ რანგზე გადასვლას. ასევე ჩვენ კანონით  გვყავს 13 თანამდებობის პირის ყოლის  უფლება, ამ დრომდე გვყავდა 12 თანამდებობის პირი,  შესაბამისად,  ჩვენ  დავამატეთ შტატი.  თუმცა ეს არ გამოიწვევს ბიუჯეტში სახელფასო ფონდის გაზრდას.  ვინ იქნება მესამე ვიცე მერი,  ჯერჯერობით უცნობია“, - განმარტა  ჟურნალისტებთან საუბარში ქალაქის ვიცე მერმა კოტე ქავთარაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა