|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მეუღლის ავტომობილი გაძარცვეს

ქუთაისის მერის მეუღლის ავტომობილი გაძარცვეს. შემთხვევა გუშინ, ღამით გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მოხდა, იქ, სადაც ქუთაისის მერი შოთა მურღულია ცხოვრობს.

ავტომობილს გარე ხედვის სარკეები მოხსნეს.

საჯარო მოხელეთა დეკლარაციის მონაცემებით, თეონა შეყილაძის სახელზე Mercedes Benz ML350 არის რეგისტრირებული. მისი ღირებულება 13 000 ლარია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ქუჩაზე მსგავსი ფაქტები გახშირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ავტორი: ნიუპრესი