|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მრჩეველთა რაოდენობა შემცირდა

ქუთაისის მერის მრჩეველთა რაოდენობა შემცირდა. გიორგი ჭიღვარიას სამის ნაცვლად ორი მრჩეველი ეყოლება. მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ამ  დროისთვის პოსტი ვაკანტური იყო და მერის გადაწყვეტილებით, მესამე შტატი გაუქმდა. 

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მამუკა კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა და სხვა პოსტზე დაინიშნა.

გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მრჩეველთა რაოდენობა ხუთიდან სამამდე შეამცირა.

ამ დროისათვის მისი მრჩეველები ზურაბ ხურციძე და ნატალი პატარიძე არიან.

 მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის თქმით, ასევე  შემცირდა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა. მისი განმარტებით, დაზოგილი თანხა ბიუჯეტში რჩება და ამ დრომდე სხვა მიმარულებით არ გადანაწილებულა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა