|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერის პოსტზე მაჟორიტარების ჯგუფი ლაშა ნარჩემაშვილს ლობირებს"

"ქუთაისის მერის პოსტზე მაჟორიტარების ჯგუფი ლაშა ნარჩემაშვილს ლობირებს"-აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ დაპირისპირება თვალსაჩინო გახდა.

 "არჩევნების შემდეგ დაპირისპირება ქართული ოცნების შიგნით ქუთაისში კიდევ უფრო გაღრმავდა. ქუთაისის მერის წინააღმდეგ უკვე ღიად მიიტანეს იერიში. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირდებოდა  ალეკო ახალაძის განცხადება, რომელიც კობა ნარჩემაშვილის ნათესავია და მხოლოდ ამიტომ ზის ქუთაისის საკრებულოში.  მან მთელი მერია თითქმის საბოტაჟში დაადანაშაულა. მას მერი არ უხსენებია, მაგრამ მერის წინააღმდეგ იყო ეს დარტყმა განკუთვნილი. ჩემი ინფორმაციით, სწორედ მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფი მერის თანამდებობაზე ლობირებს ლაშა ნარჩემაშვილს, რომელიც არის კომა ნარჩემაშვილის ძმა, რაც, ჩემი აზრით, არის ცალსახად მიუღებელი"- აცხადებს გიგა შუშანია.

მისი განცხადებით, მერის გადაყენების მცდელობა არ გავა, რადგან "ქართულ ოცნებას" ქუთაისში ახალ  არჩევნების ჩატარება აშინებს.  "სავარაუდოდ, ეს არ გამოუვათ, რადგან "ქართული ოცნება" პირველ რიგში განიხილავს იმას, ჭიღვარიას წასვლის შემთხვევაში თუ რა დაუჯდება ახალი არჩევნები. იმ შედეგების შემდეგ, რაც მათ პირველ ტურში მიიღეს და მეორე ტურში ძლივს 2 700 ბიულეტენის გაყალბების ხარჯზე 1 პროცენტიანი მოგება დაიწერეს, ისინი ფრთილობენ არჩევნების ჩატარებას"-აღნიშნავს გიგა შუშანია.

 ლაშა ნარჩემაშვილი 2004-2008 წლებში წყალტუნოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში.  უფრო ადრე კი 1995-1997წწ. უშიშროების სამინისტროს ქუთაისის საქალაქო განყოფილებაში საქმიანობდა. 

    

ავტორი: ირინა მაკარიძე