|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან სამ თვეში 114 800 ლარი დაიხარჯა

 ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან სამ თვეში 114 800 ლარია დახარჯული.  მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის დეტალებით საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან"  მერაბ მეშველიანი ინტერესდება.

დეპუტატის გაანგარიშებით, მერია ყოველდღიურად სარეზერვო ფონდიდან საშუალოდ  1275 ლარს ხარჯავს (სამუშაო დღეების გამოკლებით). 

მეშველიანმა სარეზერვო ფონდიდან ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით  მერიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, არასრულ ინფორმაციას იღებს. 

"ქალაქის მერისადმი ჩვენს მოთხოვნის პასუხად მოგვაწოდეს მხოლოდ მთლიანი ციფრი, გვიპასუხეს, რომ რომ მეტს ვერაფერს გვეტყოდნენ, რადგან ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. მივმართედ განმეორებით, მოეცათ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების გარეშე. ამის შემდეგ კი მოგვაწოდეს ინფორმაცია მხოლოდ გადარიცხვების შესახებ, ინფორმაციის დამუშავების შემდეგ კვლავ მოვითხოვეთ, რომ მოეცათ ინფორმაცია, სად და რა მიზნით მოხდა გადარიცხვა განსაკუთრებით საჭიროების მქონე პირთა თანადგომის სახაზინო კოდიდან,  ასევე დავინტერესდით მსხვილი ფულადი დახმარებებით"-, აცხადებს მეშველიანი. 

მეშველიანის თქმით, 25 აპრილის მონაცემებით,  525 გადარიცხვაა განხორციელებული, მათ შორის არის როგორც 100 და 200 ლარის დახმარებები გაცემული, ასევე  1000  და 2978 ლარი. როგორც დეპუტატი ამბობს, ამ გადარიცხვების მიზნობრიობით დაინტერესდნენ და დღეს ინფორმაციის მოთხოვით მერიას ისევ მიმართეს. 

 ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდი 500 ათას ლარს შეადგენს. გასულ წელს მერის სარეზერვო ფონდი 400 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც მეშველიანი აღნიშნავს, რეალურმა ხარჯვამ 524 000 ლარი შეადგინა.

 შეგახსენებთ, დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე მარტის თვეში მიღებული მონაცემები გაასაჯაროვა. როგორც მეშველიანმა აღნიშნა იმ დროისათვის მას ქონდა 21 მარტამდე პერიოდის მონაცემები, რა დროსაც 93 753 ლარი იყო დახარჯული.

 მეშველიანის განცხადებით, მისი მიზანია, რომ თანხები გაცემა იმ ადამიანების დასახმარებლად გაიცეს, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროება და არა გარკვეული ნიშნით პრივილეგირებულ მოქალაქეებზე.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა