|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობს.
თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ააიპ ,,სპეციალური სერვისების" დირექტორთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც მათ განაცხადეს, ე.წ. მაწანწალა ძაღლების საკითხი ქუთაისში წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო.

,,ეს არის ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემის ცივილიზებული გზით მოგვარება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ეს თავშესაფარი და დღეს ის სრული დატვირთვით მუშაობს. აუცილებელია ცხოველს ჰქონდეს შესაბამისი პირობები და არ შეიძლება მას დაუდევრად მოეპყრო. თუ კი თავშესაფარში ცხოველების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს, ჩვენ მის გაფართოებაზეც ვიფიქრებთ. საუკეთესო ვეტერინარების მეშვეობით ბევრ ცხოველს სიცოცხლე შეუნარჩუნდა", -აღნიშნა შოთა მურღულიამ.
თავშესაფარში ასევე არის ფასიანი მომსახურეობა, რაც ძაღლების დროებით მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს,
ფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის ლაბორატორია და ქირურგიული კაბინეტი, ხდება ცხოველის აცრა და მკურნალობა.  კვალიფიციური კინოლოგები ცხოველების გაწვრთნაზე მუშაობენ.
თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფარი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა