ქუთაისის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. სანაცვლოდ კი მერს ქუთაისის წერეთლის უნივერიტეტში, რომლის პროფესორიცაა, თანამდებობას სთავაზობენ.
ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.
ოპოზიცია კი მერის შესაძლო გადადგომას ქართულ ოცნებაში გიორგი ჭიღვარიას მფარველების შესუსტებული პოზიციით ხსნის.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, მერის გადადგომა ოპოზიციის აქტიურობას და მმართველი ძალის სისუსტეს რომ არ დაბრალებოდა, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის კრიზისის ფონზე შედარებით უმტკივნეულოდ ჩამოაშოროს ის პროცესებს.
მისი თქმით, ცვლილებები მომავალ არჩევნებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიღვარიამ "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი უკვე დატოცა.
ქუთაისის მერიაში განცხადება მოკლე ხანში გაკეთდება.
ავტორი: ნიუპრესი