|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტობისათვის ქუთაისის მერობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი იბრძოლებს

ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე "ახალი საქართველოს" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. ზვიად ბაღდავაძე ადასტურებს ინფორმაციას და დასძენს, რომ ცესკოს საიტზე შეცდომა ვერ იქნება. ამასთან აცხადებს, რომ მისი მოქმედება შეთანხმებულია ოპოზიციურ  გაერთიანებასთან "ძალა  ერთობაშია". 

გიორგი ვაშაძე, რომელიც "ახალი საქართველოს" ლიდერია, ამასთან  "ძალა ერთობაშია" გაერთიანების მთავარი სულისჩამდგმელი და პოლიტიკური შტაბის ხელმძღვანელია. თუ რას უკავშირდება მის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატობის დარეგისტრიტება, როგორც ბაღდავაძე აცხადებს, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას, გიორგი ვაშაძე მოკლე ხანში გააკეთებს. 

აღნიშნულს "ტექნიკურ საკითხად" მიიჩნევს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.  მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება გაერთიანებაში შემავალ ყველა პარტიას მოუწევს. "კანონმდებლობა ბლოკებს არ ითვალისწინებს, ამიტომ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების ყოლის მიზნით პრეზიდენტების კანდიდატურების დასახელება ყველა პარტიას მოუწევს, ეს ტექნიკურ საკითხს წარმოადგენს",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ტვ "იმედთან" კომენტირებისას.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზვიად ბაღდავაძე კენჭს ქუთაისის მერის პოსტზე იყრიდა. ქუთაისის მერობისათვის იბრძოდა "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატიც გროიგოლ ვაშაძე. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა