|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მესხიშვილის თეატრი "ჰეკაბეს" რუსთაველის თეატრში ითამაშებს

მიშა ჩარკვიანის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს "ჰეკაბე" მაყურებელი რუსთაველის თეატრის სცენაზე ოქტომბერში ნახავს. ამის შესახებ თავად რეჟისორი წერს სოციალურ ქსელში.

"სიკვდილისაკენ ჩემი და მიჰყავს ბედისწერას.  დღეს ის მოკვდება." 2 ოქტომბერს, 20:00ზე, რუსთაველის თეატრში"-წერს მიშა ჩარკვიანი.

როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა,  სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.

სპექტაკლი, რომელსაც მაყურებლის აღიარება ხვდა წილად,  ახალგაზრდა რეჟისორმა მესხიშვილის თეატრში რამდენიმე თვის წინ დადგა.  მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობენ, დედოფალ „ჰეკაბეს“ ინგა კაკიაშვილი განასახიერებს, ასევე მონაწილეობენ ნანუკა კუპატაძე(პოლიქსენე), გიო ჩაჩანიძე(ოდისევსი), დავით როინიშვილი (აგამემნონი), გაგი შენგელია (პოლიდოროსი), სულხან გოგოლაშვილი (პოლიმესტორი), ენდი ძიძავა (ქოროს კორიფე), თენგიზ ჯავახაძე (ტალთიბიუსი), ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე (ქორო).

 ფოტოზე: გაგი შენგელია

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა