|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსახლეობას 3 დღით წყლის მიწოდება შეეზღუდება

საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში მოსახლეობას რამდენიმე დღით წყლის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, 28-29-30 ივნისს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გეგმავს ქვიტირი-საქუსლიის  დამაკავშირებელ დ-1200მმ ლითონის წყალმომარაგების ქსელზე, საქუსლიის  6000 მტევადობის 2 რეზერვუარზე და მუხიანის სათავე ნაგებობის 2000მ3 ტევადობის რეზერვუარზე.

აღნიშნული სამუშაოების გამოიწვევს შეფერხებებს წყალმომარაგების კუთხით. კერძოდ: 28 ივნისს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ავტოქარხნის დასახლებას მთლიანად,  ხოლო 09:30 საათიდან 16:00 საათამდე ძმები ფრუიძეების, წმინდა საბას, გ. ნიკოლაძის, კუხიანიძის, ხვიჩიას, მაჭავარიანის, ბრეგაძის, დედა ენის, კალანდაძის, ჭიაურელის, ლებანიძის, ქორქიას, გაგრის, საჩხერის, ოჩამჩირის, ხონის, ბაღდათის, კოლხეთის, ვანის, რუსთავის, ღვინიანიძის, ჟიტომირის, წმინდა ლუკას ქუჩებს.

ასევე დილით,  08:30 სთ-დან 11:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს შემდეგ ქუჩებზე: გველესიანი, ბოჭორიშვილი, ბესიკი,ზ. გამსახურდია, დავით აღმაშენებელი, ი. ჭავჭავაძეს დასაწყისი ნინოშვილის გადაკვეთამდე, დია ჩიანელი, მელიქიშვილი, თავისუფლება,  ფხაკაძე, შარტავა, შმიდტი, სოხუმი, ჭუმბურიძე, გამარჯვება, იმედაძე, კაკაბაძე, საიათნოვა, ნუცუბიძე, შავგულიძე, ვეტერანები, ჩხეიძე, გიორგი ბრწყინვალე, ინგოროყვა, რობაქიძე, ზესტაფონი, ლადო ასათიანი, მგალობლიშვილი, დავითაშვილი, სინაური, გვანცელაძე, ნინოშვილი, ფარნავაზ მეფე, მესხიშვილი, ჯანელიძე, ჩეხოვი, ნაფეტვარიძე, ქანთარია, ზ. ანჯაფარიძე, ამაშუკელი, ფიროსმანი ერის, მჭედლიძე, ნამგალაძე, მარჯანიშვილის, მესხი, რუსთაველი.

29 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება კ. გამსახურდიას ქუჩას და წყალტუბოს რაიონის შემდეგ სოფლებს: მესხეთი, ბროწეულა, ოფშკვითი და უკანეთი.

30 ივნისს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ავტოქარხნის დასახლებას მთლიანად.

 

 

ავტორი: ნიუპრესი