|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი ქუთაისელებს შეხვდა

ქუთაისის მოსახლეობას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა.  შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებას ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ.   ასეთი შეხვედრები უკვე ორი წელია  10 დეკემბერს-ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორიო დღეს იმართება.  სახალხო დამცველის თქმით, მოხარული იქნება თუკი მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ უკვე მეორედ,  მსგავსი ღონისძიებებით, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ.  ვაწვდით ჩვენს მიერ დაბეჭდილ ბუკლეტებს, მროშურებსა და სტიკერებს. წელს გადავედით რეგიონებში.  მინდა, რომ ეს ტრადიციად იქცეს და ყოველ 10 დეკემბერს უშუალოდ გვქონდეს მოსახლეობასთან საუბარი ადამიანის უფლებებზე და პირადად გავეცნოთ მათ პრობლემებს“ ,-განაცხადა ნანუაშვილმა. 

ანალოგიური  აქცია რვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე