|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მუზეუმებსა და გალერეებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა" - ირაკლი შენგელია

"2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ქუთაისში კულტურული ტურიზმის მიმართულებით ინტერესი გაზრდილია. ამის დასტურია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წინა წლებთან შედარებით მუზეუმებსა და გალერეებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა" , - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

შენგელია 2018-2019 წლეების მუზეუმებსა და გალერეებში ვიზიტორების სტატისტიკას აქვეყნებს. ირკვევა, რომ 2018 წლის იანვარი - დეკემბრის მონაცემებით, ვიზიტორთა საერთო რაოდენობა ჯამურად 10 550 შეადგინდა, ხოლო 2019 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში აღნიშნული მონაცემი უკვე 12 106-ს შეადგენს.

"ჩვენი ქალაქის გავითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს უკავია. ამ სფეროში ნებისმიერი პოზიტიური ძვრები, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან. ტურიზმის ცენტრის როლი ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია",  - ამბობს ირაკლი შენგელია.

სტატისტიკის მიხედვით დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას 2019 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში 3 334 ვიზიტორი ჰყავდა. ამავე გალერეას 2018 წლის იანვარი - დეკემბრის შუალედში 2 393 პირი სტუმრობდა. დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს უკვე წელს 3500 დამთვალიერებელი ჰყავდა. ჯამში იგივე რაოდენობა მუზეუმს გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში უფიქსირდება. ასევე, აღსანიშნავია, რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი სახლი „ჯარისკაცის მამა“, რომელსაც წელს უკვე 1332 ტურისტი ეწვია, ხოლო გასულ წელს სტუმართა რაოდენობა 650 შეადგენდა. 2019 წლის განმავლობაში მუზეუმებში კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად საზღვარგარეთიდან შემოსული ტურისტთა საშუალო ასაკი 30 - 55 წელია. ეროვნებით პირველ სამ ადგილს მუზეუმებში სტუმრობის თვალსაზრისით პოლონეთი რუსეთი და ინგლისი იკავებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ჯამში 6 მუზეუმია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა