|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრი დღეს 50-ე სეზონს დახურავს

18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) 50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.

წარმოდგენილი იქნება გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი" (დამდგმელი დირიჟორი - ლევან ჯაგაევი, დამდგმელი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი - ირინე ლომინაძე).

სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები - ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო), თეატრის გუნდი და ორკესტრი.

სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება. დასაწყისი 18 საათზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა