|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრი 52-ე თეატრალურ სეზონს ღია ცის ქვეშ გახსნის

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) 14 ოქტომბერს 52-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. 

თეატრის ინფორმაციით, სეზონი  ერთგანყოფილებიანი კონცერტით გაიხსნება, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. „მწვანე თეატრში“ გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

კონცერტს, რომლის პროგრამაშია მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკა, წარუძღვება თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი. დასაწყისი 16 საათზე. 

ავტორი: ნიუპრესი