|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს ოპერით „ლელა“ დახურავს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 49-ე თეატრალურ სეზონის დახურვისათვის ემზადება.

სეზონის დახურვა 15 ივნისს, 18:00 საათზე   რევაზ ლაღიძის ოპერით „ლელა“ მოხდება. 

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია - რევაზ ხურცილავა, დამდგმელი რეჟისორი - ზურაბ ანჯაფარიძე, დამდგმელი მხატვარი - თემურ არსენიძე, დამდგმელი ქორეოგრაფი - ელგუჯა გუმბერიძე, სპექტაკლი აღადგინა მაია გაჩეჩილაძემ. 

თეატრალური სეზონის დასკვნით საღამოს „ლელას“ შეასრულებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (ლელა), ბადრი სახამბერიძე (ბერდო), ბაკურ კვირიკაშვილი (გელა), კალისტრატე ხარჩილავა (შერგილი), ნუცა ზაქაიძე (მეზარე), ემილ ჩარგაზია (მლოცველი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი,  ქორეოგრაფიული დასი. თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე. 

სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა