|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დატოვა ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა?

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. აკაკი ანდღულაძის განცხადებით, მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატობა.

„დავასრულე მორიგი საინტერესო და საკმაოდ რთული ეტაპი. ვფიქრობ, ის დრო, რაც ამ ეტაპს დავუთმე, ყველაფრის მიუხედავად, ორმხრივად სასარგებლო იყო - როგორც ჩემთვის, ასევე თეატრისთვის. 
ახლა ვემზადები ახალი, უფრო საინტერესო და შესაძლოა, კიდევ უფრო რთული გამოწვევისთვის. ვფიქრობ, ვიდრე ახალ "ხიფათს" გადავეყრები, ცოტა პაუზა არ მაწყენს - ამ შუალედში საკუთარი თავისთვისაც უფრო მეტად მოვიცლი. 
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ვუსურვებ წარმატებას და მაყურებლის სიყვარულს!“,–წერს აკაკი ანდღულაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა