|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრმა 50-ე თეატრალური სეზონი "სოფლის ღირსებით" გახსნა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ერთმოქმედებიანი ოპერის “სოფლის ღირსება” პრემიერა გაიმართა. ამით თეატრმა 50-ე თეატრალურ სეზონი გახსნა. 

 თეატრმა 2009 წლის დადგმის აღდგენილ-განახლებული ვერსია წარმოადგინა. მთავარ როლებში  მონაწილეობენ თეატრის სოლისტები - ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), ელენე ჯანჯალია (ლუჩია, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.


 ქუთაისის ოპერის თეატრში სპექტაკლის განახლებაზე  დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) იმუშავეს.

სპექტაკლის აღდგენა  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა