|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში “აბესალომ და ეთერი“ დაბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერი “ დაიდგა.

"ბედნიერი ვარ, რომ ქუთასის ოპერის თეატრს დაუბრუნდა „აბესალომ და ეთერი“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლია ჩვენი თეატრისათვის, რადგან წლების წინ თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა. ეს არის ოპერა, რომელიც ყოველთვის უნდა არსებობდეს ჩვენი თეატრის რეპერტუარში“, - აღნიშნა ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

 სპექტაკლში გამოცდილ სოლისტებთან ერთად ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ეთერის პარტია  ახალგაზრდა მომღერალმა ნათია სტეფანიშვილმა შეასრულა.  დედოფალ   ნათელას   როლს   კი    თბილისის   სახელმწიფო   კონსერვატორიის   მაგისტრატურის   მეორე კურსის სტუდენტი ნუცა ზაქაიძე ასრულებს.

სპექტაკლის რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე. მხატვარი - თემურ არსენიძე, ქორეოგრაფები  -  ვახტანგ   უშვერიძე   და   კოტე   დოლაბერიძე.   კოსტიუმების მხატვარია გიორგი ალექსი-მესხიშვილი.   

ქუთაისის ოპერისა და   ბალეტის   თეატრში   ბოლოს   ამ   სპექტაკლის   პრემიერა   გასულ   საუკუნეში, 1989 წელს გაიმართა.  

სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია 22 დეკემბერს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი