|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა" გაიმართება

 ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“ გაიმართბა. წარმოდგენა თეატრის იუბილეს ფარგლებში 11 დეკემბერს, 18 საათზე გაიმართება.

ოთხმოქმედებიანი ოპერის ლიბრეტოს ავტორი ფრანჩესკო მარია პიავე, ალექსანდრე დიუმას რომანის „ქალი კამელიებით“ მიხედვით. დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თემურ არსენიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის მიერ დადგმული „ტრავიატას“ პრემიერა 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა.

დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ამჯერად სპექტაკლში მონაწილეობს ცნობილი ქართველი ტენორი, ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი, ევროპის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ირაკლი კახიძე, რომელიც ალფრედის პარტიას შეასრულებს, მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა), ბაკურ კვირიკაშვილი (ჟერმონი), ფერიდე ჯინჯიხაძე (ფლორა), იაგო ბუხრიკიძე (გასტონი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ხაჭაპურიძე (ექიმი), თეატრის გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს ლევან ჯაგაევი იდირიჟორებს.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს 2019 წლის 27 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ პრემიერით აღნიშნავს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა