|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ"- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვაიგეგმება, თუმცა მისი თქმით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ქუთაისს ექნება გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობის მქონე დაწესებულება.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - განაცხადა გახარიამ.

 

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. აღნიშნულ შენობაში საპარლამენტო საქმიანობა 2012 წელს დაიწყო და 2019 წელს შეწყდა.

 

ავტორი: ნიუპრესი