|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული ჭირდება, ვიდრე პარლამენტია“

„ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული ჭირდება,  ვიდრე ეს არის პარლამენტი“ - განაცხადა პრეზიდენტმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში,  სადაც მან სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

სტუდენტის შეკითხვას, რომელიც ქალაქის პერსპექტივასა და ამ კონტექსტში პარლამენტის არსებობას შეეხებოდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარლამენტმა  ქუთაისს ბევრი ვერაფერი მისცა, გარდა მცირე ეკონომიკური ეფექტისა. პრეზიდენტის თქმით, მას ქუთაისი წარმოედგინა, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი და მომხრე იყო აქ ტექნილოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა.  მისი თქმით, ეს პროცესი დაწყებული იყო მისი განათლების მინისტრობისას, თუმცა შემდეგ  შეწყდა.

 „პარლამენტმა ქუთაისში პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოაცოცხლა. ჩემი აზრით, ქუთაისის პერსპექტივა დამყარებული უნდა იყოს იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ პროექტებთან, რომელიც ხორციელდება  საქართველოში.  როგორც სატრანზიტო ქვეყანაში, მეტად უნდა გააქტიურდეს ლოჯისტიკური ბიზნესი. ქუთაისს აქვს კიდევ ერთი ძალიან მომხიბლავი შესაძლებლობა,  ესაა აეროპორტი.  ამასთან წყალტუბოს განვითარება  ქუთაისისათვის მნიშვნელოვანია,  თუ ქუთაისში  განვითარდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა, ეს იქნება ხელსაყრელი“- აღნიშნა პრეზიდენტმა. ის დღეს იმყოფებოდა წყალტუბოში და როგორც აღნიშნა, მოიხიბლა წყალტუბოს განვითარებით. "მე როგორც ვნახე, სერიოზული ინვესტიციებია წყალტუბოში განხორციელებული“.

„მე ვნახე, რომ ქუთაისი  ევროპული კონტექსტით ვითარდება,  ხალხი არის სკვერებში,  კაფეებში, რომლებიც არის გამოტანილი ქუჩებში. ქუთაისი ინარჩუნებს ძველ იერსახეს და ამასთანავე თანამედროვე შინაარსით ტვირთავს მას. თბილისის ძველ ნაწილში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ის უბანი აღარ არსებობს იმ სახით და მისი ადგილი უსახურმა კორპუსებმა დაიჭირა  და სოციალური სივრცეები საერთოდ  მოვსპეთ ქალაქში", -განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა