|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკები დამონტაჟდება

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მაშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდება.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკების 30 ცალი ქუჩის ორნამენტიანი სამაგრით და 10 ცალი სარეკრეაციო ზონის კონსტრუქციების დამზადება და ქუთაისის მაშტაბით განთავსება.
კონსტრუქციები უნდა განთავსდეს მწერლების სახელობის ქუჩებზე, ხოლო დიდი კონსტრუქციები - ბაღებსა და სკვერებში. ქუჩის მანიშნებლის კონსტრუქციის ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
პროექტის მიზანი: ქუთაისში საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკის“ ფარგლებში ქუთაისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ადგილებში, სკვერებში, ბაღებში დამონტაჟება ორიგინალური კონსტრუქციები - ელექტრონული QR ბიბლიოთეკებით, რომელზეც, ქუჩის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები და მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით ქალაქის მკვიდრნი და ვიზიტორები შეძლებენ წიგნების უფასოდ, საჩუქრად ჩამოტვირთვას. პროექტით ხელი შეეწყობა ქართული ლიტერატურის ფართო პოპულარიზაციას და უფასო ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობის შექმნას  ქუთაისის სხვადასხვა ადგილებში.

N

ქუჩის დასახელება

კონსტრუქციის რაოდენობა

1

ცისფერყანწელთა ქუჩა

1

2

რუსთაველის გამზ.

2

3

წერეთლის ქუჩა

2

4

დ. აღმაშენებლის გამზ.

2

5

ილ.ჭავჭავაძის გამზ.

2

6

ლ.ასათიანის ქუჩა

2

7

ე.ნინოშვილის ქუჩა

1

8

ირ.აბაშიძის გამზ.

1

9

ვაჟა ფშაველას ქუჩა

1

10

გ.ტაბიძის ქუჩა

1

11

ტ.ტაბიძის ქუჩა

1

12

ალ.ყაზბეგის ქუჩა

1

13

ი.გოგებაშვილის ქუჩა

1

14

გრიშაშვილის ქუჩა

1

15

მ.კოსტავას ქუჩა

1

16

ნ. ბარათაშვილის ქუჩა

1

17

რ.თაბუკაშვილის ქუჩა

1

18

სულხან-საბას გამზ.

1

19

ალ.პუშკინის ქუჩა

1

20

იაშვილის ქუჩა

1

21

კლდიაშვილის ქუჩა

1

22

მ.ლებანიძის ქუჩა

1

23

ა.კალანდაძის ქუჩა

1

24

მ.მაჭავარიანის ქუჩა

1

25

ნ.დუმბაძის ქუჩა

1

სულ

30

 

 

 

სკვერებში, ბაღებში განსათავსებელი დიდი კონსტრუქციის ადგილები

N

სკვერის, ბაღის დასახელება

კონსტრუქციის რაოდენობა

1

ცენტრალური ბაღი

1

2

სკვერი რუსთაველის გამზ.N8-ის დასავლეთით მიწისქვეშა გადასასვლელთან

1

3

ხარაზოვის ბაღი

1

4

კიკვიძის ბაღი

1

5

ნინოშვილის ბაღი

1

6

მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი

1

7

სკვერი ავტომშენებლის ქუჩაზე ყოფ. ავტოქარხნის კლუბის ჩრდილოეთით გზის მეორე მხარეს

1

8

ი.ჭავჭავაძის გამზ. N9ბ-N11-N13 კორპუსებს შორის სკვერი

1

9

სკვერი ნიკეას ქუჩაზე 

1

10

სკვერი ახალგაზრდობის გამზ. N98 შენობის ჩრდილოეთით სპორტის სასახლესთან

1

სულ

10

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი