|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება

 წყალტუბოს სოფლებს ოფშკვითს და ტყაჩირს გაზმომარაგება რეგიონში გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო შეუწყდა, -ამის შესახებ ინფორმაციას შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს.   ბუნებრივი გაზის მიწოდება კი  ეტაპობრივად  აღდგება 30 იანვარს, 18:00 საათიდან.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ  მდგომარეობაში  იქონიონ  ბინებში  არსებული  გაზის  ონკანები, ასევე უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა