|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაიდება თუ არა კვლავ სწავლა ქუთაისის საბავშვო ბაღებში?

ვრცელდება ინფორმაცია, ქუთაისის  საბავშვო ბაღებში სწავლის 1 ოქტომბრამდე გადაწევის შესახებ. როგორც "ნიუპრესს" წყარომ განუცხადა, არსებული სამუშაოების გამო ბაღებში სწავლის დაწყება კვლავ ვერ ესწრება. მისივე განცხადებით,  ბაღებში წყლის პრობლემაა.

შეგახსნებთ, რომ ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, ბაღების ფილალებში გაზრდილი გადასახადების გამო  წყლის მრიცხველები მოიხსნა. მრიცხველები დაზიანებული აღმოჩნდა, ახლები კი სრლად ამ დრომდე არ დამონტაჟებულა.

სწავლის გადადების შესახებ საუბრობს მშობელიც, რომლის თქმითაც, სწავლის გადაწევის შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღის მასაწავლებელმა მიაწოდა.

"მაინტერესებს, რა ხდება, დაიწყება თუ არა სწავლა 21–ში?. ინფორმაციისათვის მასაწავლებელს დავუკავშირდით და მან გვითხრა, რომ ბაღები სწავლის დაწყება ჯერ ვერ ხერხდება"–აცხადებს ერთ–ერთი მშობელი.

 ინფორმაციას არ ადასტურებენ ა(ა)იპი ბაღების გაერთიანებაში.  პრესსამსახურის თქმით, სწავლა 21 სექტემბერს, ქუთაისის 35 ბაგა-ბაღში ხარვეზების გარეშე განახლდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა