|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღს წყალი მესამე დღეა არ მიეწოდება

 ქუთაისის N34 საბავშო ბაღში მიყვანილი პატარები მშობლებს დღეს უკან გაატანეს. საღმზრდელო პროცესის ჩაშლის მიზეზი უწყლობა გახდა, რომელიც დაწესებულებას უკვე მესამე დღეა არ მიეწოდება. 

როგორც ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, უწყლობამ გათბობის სისტემის პარალიზებაც გამოიწვია.

მისი თქმით, პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი წყლის მომარაგებს დასახელებულ ბაღში 2დღის განმავლობაში პირადი რესურსებით სცადეს, თუმცა მესამე დღეს ყველანაირი რესურსი ამოიწურა. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების ავარიული წყვეტა მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება, რისი დასრულების შემდეგაც 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადართვა მოხდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა