|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, - პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  დღეს ჩაუყრის საფუძველს.

ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება.
ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს - Best Western Kutaisi, რომელიც „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა" „საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით აშენდა. 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს; აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის" მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.

პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა