|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტი სსიპ-ს სტატუსს მიიღებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

 ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის სახელის ცვლილება და იგეგმება მისი ჩამოყალიბება, როგორც სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარია უნივერსიტეტის მიზნებზეც და ნათქვამია, რომ მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

კანონპროექტის თანახმად,  უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულებები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  „ფონდი „ქართუ” დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.

 ქუთაისის საერთაშოორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წელს მიიღებს. სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა