|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უახლოეს თვეებში მიიღებს აკრედიტაციას"

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უახლოეს თვეებში მიიღებს აკრედიტაციას" - ამის შესახებ ინფორმაციას   იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ავრცელებს. 

 როგორც ზვიად შალამბერიძემ "მაესტრო რეგიონებში" სტუმრობისას განაცხადა, უნივერსიტეტი იმდენად რეზონანსული იქნება, რომ იქ განათლების მიღების სურვილი ძალიან ბევრ სტუდენტს გაუჩნდება.

"მე ხშირად ვსაუბრობ რეგიონებიდან მიგრაციაზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა იქნება პირველი წინაპირობა იმის, რომ ჩვენი ახალგაზრდების მიგრაცია შემცირდება. ეს უნივერსტეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენმა ახალგაზრდება მიიღონ ევროპული დონის განათლება ქუთაისში და ისწავლონ უნივერსიტეტში, რომლის ანალოგი შეიძლება არც იყოს ევროპის მასშტაბით ასეთ ლოკაციაზე, ასეთი განლაგებით და ასეთი მასშტაბით. დაპროექტება მოხდა მიუნხენის უნივერსიტეტთან ერთად და მიუნხენის უნივერსიტეტის რექტორი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო რექტორი იქნება.

უახლოეს თვეებში უნივერსიტეტი მიიღებს აკრედიტაციას, სექტემბრისთვის კი სტუდენტების პირველ ნაკადს, საუბარია დაახლოებით 5000 სტუდენტის რესურსზე პირველ ეტაპზე, უკვე წელს. გათვლა, პირველ რიგში, იმ ქვეყნების სტუდენტებზეა, სადაც პირდაპირი და იაფი ფრენები გვაქვს. ვფიქრობ, ეს უნივერსიტეტი იქნება იმდენად რეზონანსული, რომ აქ განათლების მიღების სურვილი ძალიან ბევრს გაუჩნდება. სწავლის ხარისხი იქნება მაღალი, ევროპული დონის, საფასური კი იქნება იდენტური იმის, რაც არის სხვა უნივერსიტეტებში", - განაცხადა შალამბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა