|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა მოაწყვეს

არა რუსულ კანონს - ამ დევიზით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია მსვლელობა მოაწყვეს. ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპრპექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის მათთვის მიუღებელია. სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოაწყვეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასრულდება, სადაც კანონპროექტის მოწინაადეგეების პროტესტი დღესაც გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი