|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლიტერატურული კონკურსი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა  ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს: ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი“. კონკურსის მიზანია ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა,  ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა და ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება.

 კონკურსის თემატიკა შემოდგომას, კონკრეტულად კი, გიორგობისთვეს უკავშირდება.

მონაწილეობა  ყველა ასაკის ავტორს შეუძლია.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა; ჩანახატი და მინიატურა - 150 სიტყვა). ფორმატი შეზღუდული არ არის. ნაწარმოები აუცილებლად უნდა ასახავდეს შემოდგომის (ფოთოლი, გიორგობისთვე, ფოთოლცვენა და ა, შ.) თემატიკას.

 მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გააგზავნონ 2016 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი“. მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1, ბიბლიოთეკის დირექცია. ელ.ფოსტა: nargizchogovade@gmail.comcisia67@yahoo.com, ან ფეის-გვერდი: cici jinjikhadze.

გამარჯვებული გამოვლინდება 25 ნოემბერს ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაში თანამედროვე მწერლები, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები, პროფესიონალი ლიტერატორები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება წინა წლის გამარჯვებული. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომით, სპეციალური პრიზით და მიენიჭება „ჭადრის ოქროსფერი ფოთლის” ლაურეატის ტიტული. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა