ქუთაისის საჯარო სკოლებში 90 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად პედაგოგთა შერჩევა მიმდინარეობს
ქუთაისის განათლების რესურსცენტრში მასწავლებლობის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრება 1-ელ სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
როგორც ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე ვაკანსია ქუთაისის 27 სკოლაშია გამოცხადებული, სულ, 90 ადგილია. მისი თქმით, პედაგოგობის მსურველთა ნაკადი საკმაოდ მაღალია.
"38 სკოლიდან 27-შია ვაკანსია, სულ, 90-დე ადგილია. მაღალია მოთხოვნა, განსაკუთრებით, ინგლისურზე, ფილოლოგიურსა და მათემატიკაზე. სკოლაში თითო საგანზე დაახლოებით ორასამდე მსურველია. გასაუბრება დღეს დასრულდება, ამის შემდეგ სპეციალური კომისია საუკეთესოს შეარჩევს, რომლებიც სკოლებში დაინიშნებიან", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სკოლებში ვაკანტური ადგილები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პედაგოგთა ნაწილმა პენსიის გამო მასწავლებლობაზე უარი განაცხადა და სკოლა დატოვა.
ფოტო-არქივი
ავტორი: ნიუპრესი