|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

სტიქიის გამო ქუთაისის საჯარო სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი ქუთაისის 38-ვე სკოლაში მიმდინარეობს. ვაშაკიძის განცხადებით, წყალი შევიდა #17, 32 და 35 სკოლებში, სადაც მოხდება ზარალის დათვლა.

შეგახსენებთ, სტიქიამ გუშინ ქუთაისი მნიშვნელოვნად დააზარალა. დღეს ქალაქის მასშტაბით ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა