"წავედი პოლიტიკიდან"- ნიკა ლატარიამ ქუთაისის საკრებულო დატოვა
ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა ლარატიამ საკრებულოს შემადგენლობა დატოვა. როგორც მან ნიუპრესს განუცხადა, ის საქმიანობას ბიზნესში გააგრძელებს.
"წავედი პოლიტიკიდან და გადავინაცვლე ჩემს საყვარელ სფეროში - ბიზნესში"- განაცხადა მან.
ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2014 წლიდან არის. შემდეგი მოწვევის საკრებულოში ის 2017 წელს თავმჯდომარედ აირჩიეს, აღნიშნული პოსტი მან გასულ წელს დატოვა, ამჯერად კი დეპუტატის სტატუსზეც უარი თქვა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა