|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ბიუჯეტი საკრებულოს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა. ქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ქუთაისს გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, რომელიც ყველა სფეროზე გადანაწილდა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობაში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია, გამოთავისუფლებული თანხა კი ქალაქისათვის აუცილებელ პროგრამებზე გადანაწილდება.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა 50 597 500 ლარი შეადგინა, რომელიც წლის ბოლომდე სავარაუდოდ რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გადმორიცხული თანხებით რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

შეგახსნებთ, რომ ბიუჯეტს პროტესტის ნიშნად მხარი არ დაუჭირეს საკრებულოს „ნაციონალმა“დეპუტატებმა. ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ერთმა კი თავი შეიკავა

ავტორი: ნესატან ჩაგელიშვილი