|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები გადაეცათ

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები გადაეცათ. მანდატები დეპუტატებს 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გადასცა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა დეპუტატებს წარმატებული საქმიანობა უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი საკრებულოს საქმიანობა გაცილებით წარმატებული იქნება ვიდრე აქამდე ყოფილა.
მანდატების გადაცემას 22 დეპუტატი დაესწრო.

მეექვსე მოწმვევის საკრებულოში, ათივე მაჟორიტარი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ყავს. 4 წევრით დაკომპლექტდა "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" 2 წევრით არის წარმოდგენილი.

საკრებულოში ხუთი ქალია, "ქართული ოცნებიდან" მაია სიმონიძე, მარეხი ნიჟარაძე, ელეონორა არჩაია, ნანა კოსტავა,  "ევროპული საქართველოდან" საკრებულოს წევრი ნანა ქუმელაშვილი გახდა.

საკრებულო მუშაობას მერის არჩევის  შემდეგ შეუდგება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა