|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი საქმე ე.წ. უდოს, ანუ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ განიხილა და ვადაზე ადრე პირობით, გათავისუფლდა. 

"მოსჯილი მქონდა 9 თვე პენიტენციურ დაწესებულაბაში მოხდით. მოქმედი კანონმდებლობით, 2/3 -ის გასვლის შემდეგ პატიმრის საქმეს განიხილავს ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების კომისია. ჩემი საქმეც განიხილეს და მიიღეს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება და ვადაზე ადრე გამათავისუფლეს. უნდა მომეხადა 9 თვე და რეალურად მოვიხადე თითქმის შვიდი თვე. 6 აგვისტოს შემისრულდა სასჯელის მოხდის ექვსი თვე და კომისიამ ეს დღეები მოანდომა გადაწყვეტილების მიღებას", - განუცხადა "ნიუპრესს" ლაშა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრის წინააღმდეგ საქმე სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებას  გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად იმ პირის ცემა ედებოდათ, რომელმაც, მათი ინფორმაციით, დეპუტატის მამის საფლავი გაძარცვა.

 საპროცესო შეთანხმების შედეგად, ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ლაშა გვენეტაძე ქუთაისის საკრებულოში ფრაქციას  “ქართული ოცნება-მრეწველებს“  და  საკრებულოს მიწის მართვის კომისიას ხელმძღვანელობდა. 

დეპუტატი მადლობას უხდის ყველას მის მიმართ გამოჩენილი თანაგრძნობისათვის.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა