|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე სხდომის დატოვების მიზეზს განმარტავს

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცის  დეპუტატები სხდომის დატოვების მიზეზებს მედიასთან განმარტავენ. საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის განცხადებით, უმრავლეობამ იცოდა,  თუ რა საკითხების დასმას აპირებდნენ სხდომაზე, ამიტომ მათ განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს.

 „მათ ქონდათ ინფორმაცია, თუ რა კითხვების დასმა გვინდოდა  და რა განცხადებების გაკეთებას ვაპირებდით, ამიტომაც არ მოგვცეს ამის შესაძლებლობა.  თუმცა იმედი გვაქვს,  მედიის  საშუალებით მივაწვდენთ ხმას და ასე  მაინც მივიღებთ პასუხს“, - განაცხადა გოგისვანიძემ. ის კითხვით ქალაქის მერს შოთა მურღულიას და საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს კახი დვალიშვილს მიმართავს:

 „რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე მოხდა თავდასხმა, ამას სხვა რამეს ვერ დავარქმევ. იმავე დღეს ფრაქციის ოთახში დაზიანებული დაგხვდა კუთვნილი ავეჯი.  დაზიანებულია შენობის ფასადი  ქალაქის ისტორიულ ნაწილში. მინდა შოთა მურღულიას მივმართო,  თუ რა ზომებს იღებს ქალაქის მერია,  რადგან ზარალი  ძალიან დიდია.  ეს  არის არა "ნაცმოძრაობის" კუთვნილი,  არამედ ქალაქის ბალანსზე არსებული შენობა.  დეპუტატს კახი დვალიშვილს კი მინდა ვკითხო, როგორც  მან განაცხადა, იქ იმიტომ მივიდა,  რომ აღმოეჩინა  ადგილზე,  თუ იყო  ვინმე საჯარო მოხელე.  მინდა ვკითხო,  ამის შემდეგ რა ზომები მიიღეს  ამ საკითხზე? იმედი მაქვს,  რომ დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ გონიერებას მოიხმობენ და ნაწილობრივ მაინც გაგვცემენ პასუხს“,- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა, ფაქტზე მოკვლევას  სამართალდამცავები აწარმოებენ. "საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს  და დამნაშავე კანონშესაბამისად დაისჯება.  იქამდე კი, შენობის ფასადის შეკეთება ვერ მიხდება. გოგისვანიძის კარადის დაზიანებაზე პასუხსიმგებლობას ვერ ავიღებ, ჩვენ არც კი ვიცოდით, მისი კარადა თუ დაზიანდა,  პირველად ახლა გავიგე. საქმეს სამართალდამცველები იძიებენ და მათ უნდა მიმართონ", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ გოგისვანიძის ბრიფინგის საპასუხოდ.


ავტორი: ხატია ბანძელაძე, ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა