|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ მოქალაქეებს ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში გააცნო.

 საკრებულოს თავმჯდომარემ ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და მხარდაჭერილ პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც 2019 წელს საკრებულომ მიიღო.

2019 წელს საკრებულოს მიერ მხარდაჭერილ პროექტებს შორის, ნიკოლოზ ლატარიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ელექტრომობილების ქარხნისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმ საქველმოქმედო ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომლებიც, მისივე ინიციატივით, მთელი წლის მანძილზე იმართებოდა ქალაქში.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რამაზ ჩხიკვაძე, ირაკლი შენგელია, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა